ქართული

IBA Montage

ჩვენ ვიწვევთ თქვენს ორგანიზაციას შეიტანოს ნომინაციები 2025 (მე-22 წლიური) წლის “Stevie® Awards for Women in Business”(დაჯილდოებაზე ქალები ბიზნესში). მსოფლიოში უმთავრესი ბიზნესის დაჯილდოების პროგრამა განკუთვნილი ქალებისთვის წარმოებულია პრესტიჟული International Business Awards® და American Business Awards® -ის (საერთაშორისო ბიზნესის დაჯილდოება და ამერიკული ბიზნესის დაჯილდოება) შემქმნელებისგან.

თუ გსურთ მიიღოთ საშვის კომპლექტი, რომელიც მოიცავს სრულ ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ და შეიტანოთ თქვენი ნომინაციები, მაშინ შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი აქ და ჩვენ გამოგიგზავნით მას ელ.ფოსტის საშუალებით. ჩვენ გაგვაჩნია ძალიან მკაცრი პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა და არ გავაზიარებთ თქვენს ელ.ფოსტას ნებისმიერ სხვა პირთან არანაირი მიზეზის გამო.

 

ეს არის ერთდაერთი გვერდი წინამდებარე ვებ-გვერდზე, რომელსაც ნახავთ ამ ენაზე. ყველა სხვა გვერდი ისევე, როგორც საშვის კომპლექტი არის ინგლისურ ენაზე. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ გვჭირდება ნომინაციების განცხადებები შეტანილი იყოს ინგლისურ ენაზე, რათა მსოფლიოში ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებმა შესძლონ ჟიურიში შეფასებაში მონაწილეობის მიღება.

ინფორმაცია „Stevie Awards for Women in Business“-ის შესახებ

„Stevie Awards for Women in Business“ პატივს აგებს მსოფლიოში ქალი მეწარმეების, აღმასრულებლების, დასაქმებულების და მათ მიერ მართული ორგანიზაციების მიღწევებს. „Stevie Awards“ ორგანიზაცია, რომელიც გადასცემს ჯილდოს, დაფუძნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.   ისინი არიან რვა სხვადასხვა „Stevie Awards“-ის შეჯიბრის ორგანიზატორები, რომლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ www.StevieAwards.com.  „Stevie Award“-ის პრიზი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ჯილდო გახდა მსოფლიოში.

2024 წლის ნოემბერში, შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ იორკში გამართულ საზეიმო ბანკეტზე „Stevie Awards for Women in Business“-ის ჯილდო გადაეცა ორგანიზაციებს და პირებს 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან. 2024 წლის გამოშვების გამარჯვებულების სიის სანახავად, დააწკაპუნეთ აქ .

კატეგორიები

„Stevie Awards for Women in Business“-ის დაჯილდოებაში არსებობს მრავალი სხვადასხვა ჯილდოს კატეგორიის ტიპი. თუ აირჩიეთ მონაწილეობა, თქვენ ასევე უნდა აირჩიოთ კატეგორიები, რომლებიც შეესაბამება იმ მიღწევებს, რომელთა აღიარებაც სურს თქვენს ორგანიზაციას და მოამზადოთ თქვენი ნომინაციები ამ კატეგორიებისთვის არსებული ისტრუქციების შესაბამისად. არსებულ კატეგორიებს შორის წარმოდგენილია შემდეგი კატეგორიები:

  • ქალთა ინდივიდუალური დაჯილდოების კატეგორიები, მათ შორის  
    • წლის ქალი მეწარმე
    • წლის ქალი ინოვატორი
    • წლის ქალი აღმასრულებელი
    • წლის დასაქმებული ქალი
  • კომპანიის/ორგანიზაცის (მართული ქალის მიერ ან მის მფლობელობაში მყოფი) დაჯილდოების კატეგორიები
  • ახალი პროდუქტი და სერვისის (შექმნილი ქალთათვის ან ქალების მიერ) დაჯილდოების კატეგორიები
  • კომუნიკაცის და მარკეტინგის (შექმნილი ქალთათვის ან ქალების მიერ) დაჯილდოების კატეგორიები
  • მედიის (შექმნილი ქალთათვის ან ქალების მიერ) დაჯილდოების კატეგორიები
  • მიღწევების კატეგორიები

კატეგორიების ჩამონათვალი და აღწერა, თითოეულ მათგანზე ნომინაციების წარდგების მოთხოვნები, რეგისტრაციის ბოლო ვადა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის მოთხოვნები მითითებულია სარეგისტრაციო კრებულში.

ჯილდოები

2025 წლის Stevie Awards-ის ფინალისტი ქალები ბიზნესში გამოვლინდებიან 19 სექტემბერს. ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნიუ-იორკში გალა ბანკეტზე. ცერემონიაზე გამარჯვებულებს გადაეცემათ Stevie Award ოქროს თასი და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

საკონტაქტო დეტალები

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გქონდეთ „The Stevie Awards for Women in Business“-ის ან ნებისმიერი სხვა „Stevie Awards“-ის პროგრამის შესახებ.

The Stevie Awards
10560 Main Street, Suite 519
ფეარფაქს, ვირჯინია 22030, აშშ
ტელეფონი: +1 703-547-8389
ფაქსი: +1 703-991-2397
ელ. ფოსტა: help@stevieawards.com